Saturday, November 7, 2015

დღე VI

რეფლექსია

       დღეს ტრენინგის მეექვსე დღე მაქვს.ტრენინგი დროის გასვლასთან ერთად ერთდროულად მარტივდება და თან რთულდება კიდეც. მარტივდება ინფორმაციის გაგების და დახარისხების კუთხით, რთულდება – სამუშაოს რაოდენობის და დატვირთვის თვალსაზრისით.
         მეექვსე დღე ძალიან შრომატევადი და დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს ნაყოფიერიც. ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი პრაქტიკული დავალებებით. თითქმის შეუსვენებლად ვიმუშავე. გავიმეორე განვლილი მასალა. მოვამზადე პრეზენტაცია, რაშიც დამეხმარა მეხუთე დღეს ტრენერის მიერ ნაკარნახევი რჩევები და მითითებები პრეზენტაციის შექმნასთან დაკავშირებით. ინტერნეტში მოვიძიე მასალა, მოვამზადე ბროშურა, ჩავსვი საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ და წინასწარ მოძიებული ფოტომასალა.  PUBLISHER -ში კეთდება ძირითადად ბროშურა.
გიორგიმ ასევე მოგვცა სავარაუდო თემები ბროშურის სტატიებისთვის:
  1.  თემის აქტუალობა
  2. თემის მიზანი.
  3.  პროექტის მნიშვნელობა
  4.  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  5.  სტანდარტი
  6. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
  7. შეფასებები
  8.  პროექტის აქტივობები
  9.  ცნობილი გამონათქვამები
ბოლოს მომზადებული ბროშურა ავტვირთე ჩემ მაილზე.
ჩემთვის ასევე საინტერესო იყო  POWER POINT–ის პროგრამის გახსენება და მასში მუშაობა.
პროგრამა POWER POINT-ში მოვამზადე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. 
 ტრენინგის ბოლოს მივიღე დავალებები:
 კიდევ ერთხელ გადავხედო ჩემს ნამუშვარს და საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგზე მომზადებულ პრეზენტაციასა და ბროშურაში შევიტანო კორექტივები.
 გეგმა, ბუკლეტი და პრეზენტაცია გავუგზავნო ტრენერს ოთხშაბათს. ხუთშაბათს გადავხედო ფოსტას,  ტრენერის მითითებით თუ რამე ცვლილება იქნება შესატანი  პარასკევამდე სრულვყო.



2 comments:

  1. ყოჩაღ ეკა ბლოგს ეტყობა ნამუშევარი

    ReplyDelete