Saturday, November 7, 2015

დღე V

 რეფლექსია 
მეორე მოდულის მესამე აქტივობაში პროექტების შეფასება მისამართზე: http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/   შევალთ შეფასების სტრატეგიებში,
ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე დიაგრამა: K-W-L. დიაგრამები ეხმარებიან მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას.
გადავხედო 5 სტრატეგიას, მეთოდები გამოვიყენო ყველა ეტაპზე, ეს გვეხმარება , სქმიანობის დაგეგმვაში. აუცილებელია და გამოყენებადი. კოლაბორაცია- რამოდენიმე პიროვნების თანამშრომლობა.( გიორგის ბლოგზე ვიდეო გაკვეთილებში არის პროგრამები რომლებში მუშაობასაც გვასწავლიან)
მოდული 3
 კავშირები- საავტორო უფლებების ქაოსი
როგორ შევაფასო საიტი? არის თუ არა საავტორო უფლებები დაცული?
ყურადღება უნდა მივაქციო ინფორმაციის დაბოლოვებას, 
"დომენი" ანუ კომერციული საიტი "com", "ge" და სხვა.. 
ქვედომენი "GOV" სახემწიფო საიტი; "EDU" -განატლება, "MILL"- სამხედრო, 
 თუ ვნახე ბლოგზე ინფორმაცია, კომენტარებით მივხვდები თუ არის რამე ცდომილება რეალურ ინფორმაციასთან.
 არსებობს სპეციალური საიტები- პლატფორმები. სადაც ინფორმაციები დევს საიტებზე მათი შექმნის ისტორიაზე.
copyrite საიტს თუ კომერციული მიზნისთვის ვიყენებთ და წყაროს არ ვუთითებთ ისჯება კანონით.

გიორგის ბლოგზე -რესურსები დაგვჭირდება სხვადასხვა დოკუმენტების შესადგენად.
დავალება : (პირველივე მოდულში 5 აქტივობა, გამოცემის მომზადება, აქტივობა 4 პუბლიკაციის მომზადება, პროექტებით სწავლების თემაზე) დაგვჭირდება სამგანაკეციანი, სამგვერდიანი ბროშურა .აქ რეალურად 6 პოზიციაა.
პირველ გვერდზე:
რესურსები - სასწავლო პროექტის დამხმარე, აქ არის შაბლონი რომლის შევსებაც დაგვჭირდება. შეიძლება სხვანაირი გავაკეთო, ეს კი ნიმუშად გამოვიყენო.
 სავალდებულოა სახელი გვარი საკონტაქტო ინფორმაცია-უკანა გარეკანის შუა პოზიციაზე მოვათავსო, აქვე უნდა მივუთითო ბლოგის მისამართი. შესაძლებელია მაილის მითითებაც.
დანარჩენი გვერდები ეთმობა ცალკეულ სტატიებს. სასურველია ფოტო მასალა იყოს ბროშურაზე ტექსტთან ერთად.
ბროშურა პირველი ნაბიჯია.
 მერე პრეზენტაცია ჩემ პროექტზე, რომელსაც თავად წარვადგენ უფრო დეტალურად.
 შემიძლია ბროშურა გავაკეთო მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის.
დავალება: სტატიის სათაურები ბროშუმრისთვის, მონახაზი ბროშურისთვის ფურცელზე. ხვალ დავიწყებთ პრეზენტაციის შემუშვებას.
პედაგოგის პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა გვქონდეს :
  •  პირველად გვერდზე თემის სათაური, საკონტაქტო ინფორმაცია და სურათი. პირველადი გვერდი სასურველია იყოს ფოტოსურათი ინტრიგით.
  • მეორე გვერდზე გადადის სათაური
  •  პრეზენტაციის გვერდების რაოდენობა 6-7
  • ტექსტი, რომელზეც ვსაუბრობთ არ უნდა იყოს პრეზენტაციაში.
დანარჩენი გვერდები: 
  • სასწავლო პროექტის შინაარსი
  • პროექტის  მიზნები
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ( არ არის აუცილებელი ყველა კითხვის ჩმოწერა)
  • პროექტის შეფასება
  • აუცილებელი რესურსები, ფოტომასალა. მისამართების გვერდები რომლებითაც ვისარგებლებთ პრეზენტაციისათვის
  • და ბოლოს, მადლიერების გვერდი!!!
დავალება:
 პროექტის შინაარსის დახვეწა, მიზნების დახვეწა და გადახედვა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
გიორგიმ მოგვცა  რჩევები რომლებიც სასურველია გავითვალისწინო პრეზენტაციის მომზადებისას:
 პრეზენტაციის თითოეული სლაიდი უნდა იყოს ერთნაირი დიზაინის, 
ფონი ერთი და იგივე უნდა იყოს.
ტექსტის ზომა არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები .
სათაურები სასურველია იყოს გამუქებული .
პრეზენტაციის დროს უნდა მოვერიდო  მოძრავ სლაიდებს, რათა თვიდან ავიცილო ყურადღების გაფანტვა.
შეიძლება ვიდეოს ჩართვა.

როგორ შევქმნა გვერდები სტატიებში:
pages- new pages- დავწერო სათაური, დავაწკაპო ფურცელზე ვწერთ სახელსა და გვარს
ვწერ სივის და ვაზიარებ. ვქმნი გვერდს
შევდივარ layout -page- edit, გამოჩნდება ჩამონათვალი  მოვნიშნავ სტატიის სათაურს რომელიც მინდა ტომ გამოჩნდეს და მოვნიშნავ.
როცა ვქმნი ახალ სტატიას ის ყოველთვის მთავარ გვერდზე ფიქსირდება, თუ გვერდებს (pages) ვქმნი, სტატია რომელსაც მიუთითებ და მოვნიშნავ  ზედა პოზიციაზე ან წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე ჩნდება ჩემ ბლოგზე.


No comments:

Post a Comment