Friday, October 30, 2015

დღე III


მესამე დღის რეფლექსია


      30.10.15წ.  ვისწავლე ბლოგის შექმნა, გავეცანი ბლოგში მუშაობის თავისებურებებს. გავიგე ბლოგის დანიშნულება. დავწერე პირველი ორი დღის რეფლექსიები. მოდულ 2-ში, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები განვიხილე. ჯგუფურად ვიმუშავეთ ერთ-ერთი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებზე და განვიხილეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი.
     

კითხვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
21 საუკუნეების უნარ-ჩვევებს  უნდა მოიცავდეს , პრაქტიკა
ში იყოს გამოყენებადი.
დავალება:
 მოდული2, აქტივობა 2:
გავუგზავნო გიორგის ჩემი ბლოგის მისამართი.
დავწერო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი).
მოდული2: დამატებითი რესურსები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასაწერად: პრეზენტაცია, რჩევები, ნიმუშები,მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი საკვანძო კითხვები, რუბრიკა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები ჩემი პროექტისთვის:
ზოგადი  

 რატომ იყო და არის ხელოვნება ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი?
აისახება თუ არა სინამდვილე ხელოვნებაში?

თემატური: 
  •  რაში მდგომარეობს ზღაპრის ძირითადი აზრი?
  • ეხმარება თუ არა ბავშვებს თამაში თანატოლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში?
  • შესაძლებებლია თუ არა მუსიკაში პერსონაჟების ხასიათების გახსნა?
  • რა დაგვეხმარება ზღაპრის პერსონაჟების გარეგული სახის შექმნაში?
  • როგორ ლიტერატურული ენას იყენებენ პერსონაჟები?
  • როგორი დეკორაციები გამოდგება ამ ზღაპრისათვის?      
  • რით განსხვავდება წაკითხული ზღაპარი იგივე თემაზე დადგმული სპექტაკლისაგან?                                                                                                                                                                                                                                                           შინაარსობრივი:
რომელ პერსონაჟებს გავეცანით მოცემულ ზღაპარში?
როგორ მუსიკას შეარჩევდი გმირის ხასიათის წარმოსაჩენად?
როგორ ესკიზებს შექმნიდი კონკრეტული სიუჟეტებისათვის?
სცენაზე მარიონეტები ვისი დახმრებით ცოცხლდებიან?
რა უნარები უნდა ჰქონდეს მსახიობს განვთარებული? 
ხელოვნების რომელ დარგებს აერთიანებს თეატრი?
რა რესურსები დაგვჭირდება პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად?









დღე II

რეფლექსია
          

       ტრენინგის მეორე დღეს გავაცანი ტრენერს ჩემ მიერ შერჩეული პროექტის თემა, გავეცანი შაბლონს და ნაწილობრივ შევავსე. გავიგე რომ ფოსტის გამოყენება აქტიურად დამჭირდება ყოველ ტრენინგზე. ტრენინგის მონაწილეები დავიყავით ჯგუფებად და ერთობლივად ვიმუშავეთ ერთ–ერთო მსმენელის თემის მიზნების ჩამოყალიბებაზე, გავაკეთეთ ნამუშევრის პრეზენტაცია, მოვუსმინეთ სხვა მსმენელებს.

დღის ბოლოს მივიღე დავალებები: გაკვეთილის თემიდან გამომდინარე მოვამზადო კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

დღე I.


    

პირველი დღის რეფლექსია.
    
           დღეს ტრენინგის პირველი დღე მაქვს. ჩემი ტრენინგის სახელწოდება ყოფილა "პროექტებით სწავლება". გავეცანი პროგრამაში შემავალ მოდულებს, საიტებს რომლებიც დამეხმარებიან პროექტებით  მარტივად გაწერასა და მართვაში. განვიხილეთ გეგმა რომელსაც უნდა მივყვეთ ტრენინგის მსვლელობისას.
          დავალება: მოვიფიქრო პროექტის თემა.
შევიდე intelga.blogspot.com  წავიკითხო და გავიაზრო სტატიები:
1. რეფლესიის წერა
2. რა არის ბროშურა
დავალება დამეხმარება მიზნების ჩამოყალიბებაში.
  შევიდე დამხმარე სახელმძღვანელოში და პირველი დღის კითხვებს გავცე პასუხები.
გადავხედო მეორე დღის ინფორმაციას.

update- განახლება